» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა - მე-13 ტურის პრევიუ



საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართება უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში. GOAL.GE გთავაზობთ, საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩების პრევიუს. 21 ნოემბერი, პარასკევი, 14:00  - დილა vs სამტრედია უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის მატჩში გორის "დილა" შინ "სამტრედიას" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა იქნება ბრძოლა მე-2 ადგილისთვის. როგორც იცით, გორელებიც და სამტრედიელებიც, ამჟამად, მე-2 მე-3 ადგილს 21-21 ქულით ინაწილებენ. ბოლო პერიოდში, აღსანიშნავია "დილას" ასპარეზობა, გორელებმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 3-ის მოგება მოახერხეს და, ყველასათვის მოულოდნელად, ცხრილის მე-2 პოზიციაზე დაიკავეს ადგილი. რაც შეეხება "სამტრედიას",  ბოლო თვეში გუნდში მცირე არეულობა იყო. ჯერ იყო და მარცხი "ზუგდიდთან", შემდეგ - ახალი მწვრთნელი, ფრე "კოლხეთთან"... ამ ყველაფერმა ცხრილზეც იმოქმედა და "სამტრედია", რომელსაც პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდა, მე-3 ადგილზე დატოვა. 21 ნოემბერი, პარასკევი, 14:00 - მერანი vs კოლხეთი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს. მეგრულ დერბიში, მარტვილის "მერანი" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. ფოთელები ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად ასპარეზობენ, მათ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგეს (3 ფრე, 2 წაგება). ახლა, რაც შეეხება "მერანს", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო 5 შეხვედრიდან ლობასის გუნდმა 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. საბოლოოდ მარტვილელები უმაღლესი ლიგის მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდნენ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია მათთვის. თუ "მერანი" "კოლხეთს" დაამარცხებს 21 ქულით უმაღლესი ლიგის მე-2 ადგილოსანს, გორის "დილას" გაუთანაბრდება. 21 ნოემბერი, პარასკევი, 14:00 - ბათუმის დინამო vs სიონი მორიგ შეხვედრას გამართავს ბათუმის "დინამო" "ჩელე არენაზე". ამჟამად, ისინი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ. როგორც იცით, ვლადიმერ ბურდულის გუნდი ურთულეს სიტუაციაშია. ამჟამად, "სიონი" უმაღლესი ლიგის მე-12 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს. როგორც გახსოვთ, ბურდულმა განაცხადა, რომ თუ ის მომავალი 4 მატჩიდან 4-ს ვერ მოიგებს, მაშინ გუნდს დატოვებს. "სიონმა" გასულ ტურში "ტორპედო" დაამარცხა, ახლა კი ფეხბურთელებს კიდევ 2 შეხვედრის მოგება სჭირდებათ, რათა ბურდული შეინარჩუნონ. ახლა, რაც შეეხება "დინამოს", ალბათ გახსოვთ, ბათუმელთა გმირობა თბილისში. მათ თბილისის "დინამო" დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხეს. 21 ნოემბერი, პარასკევი, 14:00 - ვიტ ჯორჯია vs მეტალურგი უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის მატჩში "ვიტ ჯორჯია" "მცხეთა პარკზე" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს. საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს ეს მატჩი, რადგან ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება ქულები. "მეტალურგმა" ბოლო 2 შეხვედრიდან 2-ვე წააგო და ცხრილში საკმაოდ უკან დაიწია. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", მათ კიდევ უფრო უარესი შედეგი აქვთ. გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ამჟამად, "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მცხეთელებს ფინანსური პრობლემები აქვთ. 22 ნოემბერი, შაბათი 14:00 - სპარტაკი vs შუქურა 12 საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართება მიხეილ მესხის სტადიონზე, რომელშიც ცხინვალის "სპარტაკი" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. ამჟამად, ცხინვალელები უმაღლესი ლიგის მე-4 პოზიციაზე 4 ქულით იმყოფებიან და მეორე ადგილოსან "დილას" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. აქვე გეტყვით "სპარტაკის" საკმაოდ ცუდ სტატისტიკას. გია კაჭარავას გუნდი კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს. ბოლო 5 შეხვედრაში მათ 12 გოლი გაუშვეს. რაც შეეხება "შუქურას", ამჟამად, გუნდი მე-12 პოზიციაზეა, მათ ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯია" დაამარცხეს. 22 ნოემბერი, შაბათი, 14:00 - ტორპედო vs ზესტაფონი ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს. შეხვედრა დაძაბული იქნება, რადგან ორივე გუნდი მაღალი პოზიციებისთვის იბრძვის და ორივეს ესაჭიროება ქულები. ამჟამად, "ტორპედო" ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა აქვს "ზესტაფონს", მათ ბოლო შეხვედრებში მოუმატეს თამაშის ხარისხს და უკანასკნელი 5 შეხვედრიდან არც ერთი არ წააგეს. 22 ნოემბერი, შაბათი, 14:00 - ზუგდიდი vs დინამო ჩემპიონატის ლიდერი, თბილისის "დინამო" შეხვედრას სამტრედიაში გამართავს, სადაც "ზუგდიდს" დაუპირისპირდება. საკმაოდ  საინტერესო უნდა გამოდგეს ეს მატჩი "ზუგდიდის" უკანასკნელი შეხვედრებისგან გამომდინარე. ცნობისთვის, მეგრელებმა ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგეს, მათ ჯერ "სამტრედია" დაამარცხეს, შემდეგ კი - "გურია". "დინამოს" რაც შეეხება, ისინი ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და მე-2 ადგილოსან გორის "დილას" 5 ქულით ასწრებენ. 22 ნოემბერი, შაბათი, 14:00 - გურია vs ჩიხურა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება შედგება ლანჩხუთში, სადაც "გურია" "ჩიხურას" უმასპინძლებს. გურულებმა ბოლო 5 მატჩიდან 2 წააგეს და მათ, ამჟამად, მხოლოდ 3 ქულა ესაჭიროებათ. ასევეა "ჩიხურაც", რომელიც ლიდერებს ოდნავ ჩამორჩა. გამარჯვების შემთხვევაში, სოსო ფრუიძის გუნდი მე-2 ადგილოსან დილას გაუთანაბრდება. ll Untitled-13

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფეხბურთელი, რომლის შეძენის აუცილებლობაშიც რეალი დარწმუნებულია

Marca-ს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგა „რეალს“ თავს დღითიდღე უფრო მეტად აწონებს.

დღეს, 13:04

ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია [ფოტო]

ფრანგულ ტელეარხ M6-ს ლიონელ მესი და მისი ირანელი ორეული, რეზუ პარასტეში აერია ერთმანეთში.

დღეს, 12:53

ფერდინანდი: "რაოდენ არ უკმაყოფილოებიც არ უნდა იყვნენ ლივერპულის ქომაგები, სეზონი უნდა განულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა, კორონავირუსით გამოწვეულ პაუზაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ზუსტად 36 წლის წინ ლივერპულმა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია

1984 წლის 29 მარტს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის.

დღეს, 12:28

ბარსელონაზე რამდენით ნაკლებს ხარჯავს რეალი ფეხბურთელების ხელფასებზე?

როგორც გითხარით, კორონავირუსის დროს, მადრიდის „რეალი“ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.

დღეს, 12:12

იმისთვის, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგეს, ხაბიბმა რუსეთის ტერიტორია დღეს უნდა დატოვოს

30 მარტის შუაღამიდან, რუსეთში დროებით შეჩერდება საერთაშორისო საავტომობილო, რკინიგზის, საფეხმავლო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლები.

დღეს, 12:04

ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა: "შესაძლოა, გიოტცე ფულმა გააფუჭა, ისევე როგორც იოზილი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევამრცველმა, მიხაელ რუმენიგემ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე გააკრიტიკა.

დღეს, 12:01

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10