ავტორიზაცია

ბენზემამ რაულს გადაუსწრო და კლასიკოების ისტორიაში მე-4 საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ბენზემამ რაულს გადაუსწრო და კლასიკოების ისტორიაში მე-4 საუკეთესო ბომბარდირი გახდა
თარიღი 06 აპრ 2023, 01:25
კარიმ ბენზემამ კლასიკოების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში რაულს გადაუსწრო.

„რეალის“ ფორვარდმა დღევანდელ მატჩში „ბარსელონას“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ბენზემასთვის ეს 43-ე კლასიკო იყო, მას 16 გოლი დაუგროვდა, კლასიკოების ისტორიაში რაულს გადაუსწრო და მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამაზე მეტი მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს და კრიშტიანუ რონალდუს (18) და ლეო მესის (26) აქვთ გატანილი.

გარდა ამისა, კარიმი კლასიკოს ისტორიაში მე-2 საუკეთესო ასისტენტიც გახდა, ვინისიუსზე გაკეთებული საგოლე პასი მისთვის „ბარსასთან“ მე-11 იყო. მასზე მეტი მხოლოდ მესის აქვს (14).