ავტორიზაცია

მადრიდის რეალი კოპა დელ რეის 40-ე ფინალში გავიდა და ამ მხრივ მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება

მადრიდის რეალი კოპა დელ რეის 40-ე ფინალში გავიდა და ამ მხრივ მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება
თარიღი 06 აპრ 2023, 11:24
მადრიდის "რეალმა" ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" ანგარიშით 4:0 (ჯამში 4:1) დაამარცხა.

მადრიდელებმა მე-40 კოპა დელ რეის ფინალამდე მიაღწიეს, რაც მეორე საუკეთესო შედეგია ტურნირის ისტორიაში. ფინალის რაოდენობით ლიდერობს ბარსელონა (42).

კოპა დელ რეის 40 ფინალიდან "რეალმა" 19 მოიგო. "ატლეტიკს" 23 ტიტული აქვს, "ბარსელონას" კი 31.