ავტორიზაცია

ტილემანსი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს

ტილემანსი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
თარიღი 08 აპრ 2023, 13:50
კატალონიურმა "ბარსელონამ" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კიდევ ერთი კანდიდატი იპოვა. "ბლაუგრანას" ყურადღება "ლესტერის" ნახევარმცველ იური ტილემანსმა მიიპყრო.

Marca-ს ცნობით, ბელგიელი ნამდვილად იზიდავს "ბარსელონას" მენეჯმენტს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.

"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ტილემანსი შეიძლება იყოს სერხიო ბუსკეტსის კარგი შემცვლელი, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

"ბარსელონას" პრობლემა შეიძლება იყოს ლონდონის "არსენალის" ინტერესის არსებობა, რომელიც გასულ ზაფხულს ცდილობდა ტილემანსის დამატებას.