მანჩესტერ სიტის ახალი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია
ფრანკფურტის "აინტრახტის" მცველი ევან ნ'დიკა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.
Goal.com-ის ცნობით, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელით მანჩესტერ "სიტი" ინტერესდება.
ინგლისური ტოპ-კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას სამომავლო გეგმების გასარკვევად დაუკავშირდნენ. „ქალაქელები“ ევანს აიმერიკ ლაპორტის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
ნ'დიკის კონტრაქტი ფრანკფურტულ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. მისი სატრანსფერო ფასი 32 მილიონი ევროა.
მცველმა ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.