ჟირუ მილანთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს
"მილანის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იტალიურ კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, 36 წლის ფრანგის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

იანვარში ინგლისურ "ევერტონს" სურდა გამოცდილი თავდამსხმელის შეძენა, მაგრამ ფეხბურთელმა მილანში დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ჟირუ "მილანში" 2021 წლის ზაფხულში ჩელსიდან გადავიდა. ამ სეზონში თავდამსხმელმა "როსონერის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 29 ტურის შემდეგ, "მილანი" 52 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.