» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

თემო, თემურა, თემურ ქეცბაია



ოდესღაც, საყვარელი ქურთუკი დაძველდება... ოდესღაც, საყვარელი მაქნანა, რომელსაც ყოველ დილით სამსახურში "დაჰყავხარ", აღარ გეყოლება... ოდესღაც, უიმედოდ შეყვარებულის იმედი მოკვდება... ოდესღაც, ოპტიმისტი პესიმისტი გახდება... ძველ ქურთუკს ახალი ჩაანაცვლებს; ავტომანქანას სხვა ავტომობილით შეცვლი; უიმედო რომანტიკოსის ბოლო იმედიც გაქრება და მის გულში სულის წვა დაისადგურებს; მალე, ოპტიმისტი სკეპტიციზმის მიმდევარი გახდება. წარმავალია! უამრავი რამ წარმავალია. ყველაფერი ბუნების კანონებს ემორჩილება. წარმავალი ყოფილა თემურ ქეცბაიას კარიერა საქართველოს ნაკრებშიც. იყო და აღარაა... წავიდა... ჩვენ ბიჭებს წვრთნიდა და ახლა სხვებს დაარიგებს. ჩვენი ნაკრების ღირსების დაცვას ცდილობდა და ახლა სხვა გუნდის ღირსების შენარჩუნებაზე იზრუნებს. ასეთი ყოფილა მისი ბედი. საქართველოს ნაკრებში მისი სამწვრთნელო კარიერა? უფ! დიდი ისტორიაა. მოკლედ, რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი პერიოდი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ დაგვრჩა მოსაგონარი (კარგი თუ ცუდი). მოდით, ახლა განვიხილოთ სამი რამ: I.რა მოუტანა ქეცბაიამ ნაკრებს ყველაზე ძვირფასი და დასაფასებელი ამ პერიოდში; II.რა სირთულეები ვერ გადაალახვინა გუნდს და რა უარყოფითი ვერ დაძლია მან; III.რა იყო ის გარეშე, ქეცბაიასგან დამოუკიდებელი მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ამ ადამიანს წარმატებული გუნდის შენებაში. I. ამ თავში ვისაუბებთ ნაკრებში ქეცბაიას ყველაზე დიდ მიღწევაზე, შესაბამისად, ჩვენი მთავარი გმირი, სიმბოლურად, რომ ვთქვათ, თემო ქეცბაიაა. ნაკრები ბრძოლისუნარიანი გახდა პირდაპირ უნდა ვთვათ, რომ ბატონმა თემურმა (თემომ)  ბევრს დადებითს ვერაფერს მიაღწია ნაკრებში. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი (თუ არა ერთადერთი), რის გამოც მას მადლობა უნდა გადავუხადოთ, ისაა, რომ გუნდს ბრძოლის ჟინი დაუბრუნა. სხვა საქმეა რა შედეგს აღწევდნენ ნაკრების მაისურის მატარებელი ბიჭები მექტოქესთან. ამ შემთხვევაში მთავარი ერთი რამეა! კარგად ნათამაშებ შეხვედრასა თუ ისეთ მატჩში, რომელშიც "ჯვაროსნები" განადგურდნენ, უმეტესობა მათგანში დიდი ბრძოლა გაუმართეს მეტქოეს. ძალიან ბევრი მათგანი ისე ბრძოლობდა, თითქოს მათთვის ეს ბოლო თამაში ყოფილიყო. თემოს ნაკრებისთვის აზრი არ ჰქონდა ვის ეთამაშებოდა იგი. პრინციპი ერთი იყო: ბრძოლა! ჟინი!თავდადება! სიმამაცე! ბევრი მაღალი დონი ნაკრები ამით ვერ დაიკვეხნის. გავიხსენოთ, თუმდაც, უახლოესი წარსული, კონკრეტულად, საფრანგეთთან ბორის პაიჭაძის სტადიონზე 2013 წლის სექტემბერში გამართული დაპირისპირება. იმ თამაშში ფრანგი, ქართველი (უმეტესობა, მიუხედავად დიდი იმედისა), აზიელი, ევროპელი თუ სხვა, ყველა დაახლოებით ერთნაირ შედეგს პროგნოზირებდა: ჩვენები საკუთარ მოედანზე განადგურდებოდნენ. მაგრამ, არა! სწორედ აქ გამოჩნდა ყველაზე დიდი დოზით თემოს ეს მიღწევა! გამოჩნდა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებულმა სისტემამ გაამართლა. ნაკრები ერთიანი ძალებით, შეკრულად, ერთი სისტემასავით "ებრძოდა მტერს" და ავტორიტეტების არ ეშინოდა. საბოლოოდ, ჩვენთვის გასახარი (ამას ხელსაყრელი არ ჰქვია, ეს უფრო მეტია) ფრე დავაფიქსირეთ. დაახლოებით იგივე მოხდა ესპანეთთან შეხვედრაშიც, რომელიც ისევ საკუთარ მოედანზე ნახსენები მატჩამდე ერთი წლით ადრე ჩაატარა ჩვენმა ნაკრებმა. აქაც ბრძოლა! აქაც ერთიანობა! ნაკლები პროფესიონალიზმი მეტქოესთან შედარებით, თუმცა მეტი შემართება! დიდი თავდაჯერებულობა! ამ ყველაფერმაც თითქმის გამოიღო შედეგი. "თითქმის", რადგან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. მაგრამ არ მგონია, რომ იმ შეხვედრის შემდეგ რომელიმე გულშემატკივარმა ჩვენი ბიჭები გაკიცხა. II. ამ თავში იმ უარყოფითზე ვიასუბრებთ, რომელიც ქეცბაიას ნაკრებში და მის გარშემო სუფევდა. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი გმირი, შინაარსიდან გამომდინარე, თემურა ქეცბაიაა. ფეხბურთელებთან დავა მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება დიდ გუნდებში და, შესაბამისად, თუ ასეთ რამეს საქართველოს ნაკრებში ჰქონდა ადგილი, გასაკვირი ნამდვილად არაა. გასნაკუთრებით, ასეთმა ფაქტებმა თავი ჩვენი მთავარი გმირის მმართველობის პერიოდში იჩინა. საქართველოს ეროვნული გუნდი ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ამ გუნდისთვის და ისეთი ახალგაზრდა ტალანტებიც, რომლებიც ნაკრების მომავალი ლიდერები უნდა გამხდარიყვნენ. ამ მოთამაშეების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: ზურაბ ხიზანიშვილი, გოგიტა გოგუა, ალექსანდრე ამუსლაშვილი, ლევან ყენია, დავით სირაძე, ნუკრი რევიშვილი და ა.შ. მაგალითად, განვიხილოთ ამ უკანასკნელის შემთხვევა მოკლედ: მაშინ, როცა რევიშვილმა ნაკრების გასვლითი ამხანაგური შეხვედრები გამოტოვა, ამის მიზეზად მან უვიზობა დაასახელა. ქეცბაიამ იგი დაადანაშაულა, რომ ნუკრის საბუთების მომზადების დრო ჰქონდა, მაგრამ 28 წლის მეკარემ ამის გაკეთება უბრალოდ არ ისურვა. ეს ყველაფერი რევიშვილმა უარყო და ჩვენი მთავარი გმირის ამ განცხადების შემდეგ ნაკრები დატოვა. წარმოიდგინეთ, რომ მწვრთნელთან დაპირისპირების გამო ეროვნულ გუნდს ჩამოშორდა კიპერი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე იყო მაშინ, როცა “ჯვაროსნებს” ათ მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. ვინ იცის, რამდენ კარგს მოუტანდა რევიშვილი საკუთარ გუნდს იმ დროში, რომლის განმავლობაშიც მან "ჯვაროსნების" ფორმის მორგებაზე უარი ქეცბაიასთან დავის გამო თქვა. იმავე, ვიზის არქონას იმიზეზებდა დავით სირაძეც, რომელმაც 2011 წელს პოლონეთთან გასამართი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. საბუთის უქონლობის შესახებ ფეხბურთელმა ქეცბაიას შეატყობინა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ბატონმა თემურმა (თემურამ) გულისწყრომა გამოთქვა ამ მოთამაშის საქციელის გამო, რომ მან თავისი ნებით თქვა უარი ნაკრების დახმარებაზე პოლონეთის წინააღმდეგ მატში. ამან კი, სირაძე აღაშფოთა, რადგან, მისი თქმით, ქეცბაიამ ქართველი ფეხბურთელის ნაკრებში ჩამოუსვლელობის რეალური მიზეზი იცოდა. საბოლოოდ, სირაძესა და მწვრთნელს შორის ძალიან გართულდა სიტუაცია, რასაც მოჰყვა ის, რომ ამ ფეხბურთელს ნაკრების ფრომა 2011 წლის შემდეგ აღარ მოურგია. qecbaia1 შევეხოთ ლევან ყენიას შემთხვევას, რომელიც მაშინ არ ათამაშა თემურმა (თემურამ), როცა მის დასაკვირვებლად ჩვენი ნაკრების თამაშზე უცხოური გუნდების მესვეურები იყვნენ ჩამოსულები. ამის გამო ყენია გაბრაზდა. მთავარმა მწვრთნელმა კი განაცხდაა, რომ ნაკრებში ფეხბურთელების გაყიდვისთვის არასდროს არავის არ ათამაშებდა. საბოლოოდ, ყენიამაც დატოვა გუნდი. ეს ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ანანიძეზე არანაკლებ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მას კარიერის ლოგიკურ განვითარებაში ტრავმამ შეუშალა ხელი. ხოლო, ტრავმის შემდეგ ახალი გუნდის ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონებაზე კი ქეცბაიას გადაწყვეტილებამ (არ გამოეყვანა იმ შეხვედრაში მოედნაზე) იქონია უარყოფითი ზეგავლენა. როცა საკუთარი ქვეყნის მთავარი მწვრთნელი ხარ და მისი საზღვრების გარეთ ცხოვრობ... ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ნაკრების მთავარი მწვრთნელი უმჯობესია, იმ ქვეყანაში ცხოვრობდეს, რომლის ეროვნულ გუნდსაც იგი წვრთნის. ეს ამ ნაკრების წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. უფრო დეტალურად, რომ ავხსნათ, ასეთ სიტუაციაში გუნდის ხელმძღავნელი დაწვრილებით ადევნებს თვალ-ყურს მისი ნაკრების ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებს, ხედავს რა მდგომარეობაა ფეხბურთში, სპორტის ამ სახეობის ინფრასტრუქტურაში, სამწვრთნელო შტაბებში, ფეხბურთელების სათამაშო დონეში და ა.შ. იმ რამდენიმე თვიან პაუზაში, რომელიც ნაკრების ორ თამაშს შორისაა, მთავარი მწვრთნელი ყველაფერს აფასებს, აანალიზებს და იმის მიხედვით ემზადება კონკრეტული შეხვედრისთვის. სამწუხაროდ, ასე არ იყო საქართველოში ქეცბაიას შემთხვევაში. იგი რამდენიმე თვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა და საქართველოში მხოლოდ თამაშამდე 2-3 კვირით (ზოგჯერ უფრო ცოტა დროით) ადრე ჩამოდიოდა. რა თქმა უნდა, იგი საზღვარგარეთ ცხოვრების დროს, "ჯვაროსნებზე" და მათ გეგმებზე ფიქრობდა და წესით რაღაც სამუშაოები უნდა ეწარმოებინა იქაც, მაგრამ ზემოთ ნახსენები რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, ნამდვილად უფრო უკეთესი იქნებოდა ნაკრებისთვის, რომ ქეცბაიას ამ 5 წლის მანძილზე საქართველოში დაედო ბინა. ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომ საქართველოში არსებული საფეხბურთო სიტუაციის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა, კარგად გამოჩნდა მის სატელევიზიო გამოსვლებში. აღმოჩნდა, რომ მას სათანადო ინფორმაცია არ გააჩნდა იმის შესახებ, თუ რა გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ კონკრეტული სტადიონები და მასზე მოთამაშე გუნდები. მეტიც! ამ ადამიანმა არ იცოდა, ზუსტად რომელ ადგილზე იმყოფებოდა მისი გუნდი "FIFA"-ს რეიტინგში. ამასაც ხომ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა, სირცხვილია, თემურ(ა), სირცხვილი! ჟურნალისტებთან უთანხმოებები qecbaia1 რიგ ფეხბურთელებთან ერთად, ქეცბაიას არც ჟურნალისტებთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობები. ამ ადამიანებთან საუბრის დროს თემური(ა) უფრო მეტად მათი მოწინააღმდეგე და შემდავებელი იყო, ვიდრე რესპოდენტი. განსაკუთრებით, ბოლო ხანებში, ქეცბაიას ჟურნალისტებთან საუბრაი ომს ჰგავდა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ამაში ეს უკანასკნელებიც იყვნენ დამნაშავენი (ისინი ხშირად ამწვავებდნენ სიტუაციას), მაგრამ ხშირი იყო ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცის მხრიდან ჟურნალისტებისადმი ერთგვარი პრესინგის გაკეთება და მათზე წარუმატებლობისგან გამოწვეული ჯავრის ამოყრა. ამ მხრივ აღსანიშნავია შემთხვევა, როცა ქეცბაია გადაცემაში "ფეხბურთის დრო" იყო მიწვეული. გადაცემის ავტორმა, გიორგი ყიფიანმა, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილია, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის – ძმა, ქეცბაიასთან საუბარი გუნდში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე დაიწყო. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ქეცბაიამ უარი განაცხადა ინტერვიუს გაგრძელებაზე და ოთახი დატოვა. მიზეზად, მან ჟურნალისტის მხრიდან ინტრიგნული შეკითხვები დაასახელა. [jwplayer player="1" mediaid="79686"] ასევე, უნდა გავიხსენოთ გადაცემა "არენაში" დავით მინაშვილთან მომხდარი დაპირიპირება. III. ამ თავში ვისაბუბრებთ, თუ რა იყო ის გარეშე, ქეცბაიასგან დამოუკიდებელი მიზეზები, რომელმაც ხელი შეუშალა ამ ადამიანს წარმატებული გუნდის შენებაში. მთავარ გმირს, როგორც ნეიტრალურ (არაფრის გამფუჭებელ ან გამკეთებელ პიროვნებას) ახლა უკვე თემურ ქეცბაიას სახელით მოვიხსენიებთ. უთამაშებელი და პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელები მართალია, თემურმა ბევრი შესცოდა და მას დიდი წვლილი მიუძღვის ნაკრების წარუმატებლობაში, მაგრამ იყო ისეთი გარეშე მიზეზებიც, რომლებმაც მის მუშაობაზე, მისდა უნებურად, უარყოფითად იმოქმედეს. ერთ-ერთი ფაქტორი კი ისაა, რომ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების უმეტესობას (განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოურ გუნდებში ასპარეზობდნენ), სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნდათ. თუმდაც ავიღოთ პოლონეთთან გამართული შეხვედრა. ამ მატჩში ჩვენი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო გია გრიგალავა, რომელსაც წელს საკლუბო ფეხბურთში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. შედარებით უფრო "რბილი", მაგრამ მაინც ცუდი შთაბეჭდილება გვრჩება, როცა ლევან მჭედლიძეს ვეხებით. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური "ემპოლის" მოთამაშე, პოზიციით ფორვარდია, მას ამ სეზონში ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი, რადგან არც თუ ისე ხშირად უწევს მოედანზე გამოსვლა. ყველაზე მთავრები კი, ამ შემთხვევაში თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე არიან, როლებმაც თავიანთ გუნდებში დისციპლინის დარღვევის გამო კლუბის დუბლიორთა შემადგენლობაში გადაინაცვლეს. ამ მოთამაშეებს იქ კი უწევდათ თამაში, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია რა დონის ჩემპიონატში თამაშობ და რა დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ასპარეზობით იღებ გამოცდილებას? გააჩნია! შესაბამისად, ადვილი განსასაზღვრია რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე ფეხბურთელებს თავიანთი ნაკრებისთვის. საშინელი მატერიალური სიტუაცია უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც ნაკრების წარუმატებლობა განაპირობა და რომელიც თემურ ქეცბაიას არ ეხება, ის სიტუაციაა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მატერიალური რესურსის თვალსაზრისით სუფევს. გუნდების უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ სათანადო პირობები შეუქმნას თავის ფეხბურთელებს განვითარებისა და წარმატების მიღწევისთვის. კლუბებს არ გააჩნიათ მაღალი დონის სტადიონი, ზოგს კი იგი საერთოდ არ გააჩნია იგი. ასევე, არ არის შესაბამისი სავარჯიშო ბაზები. ძალიან ბევრ გუნდში ხელფასებისა და სათამაშოდ საჭირო ნივთების უქონლობის პრობლემაც კია. ეროვნული ჩემპიონატის კეთილდღეობა, რომ ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ნაკრების წარმატებისა, ამაში არავინ შემეწინააღმდეგება. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე, ადვილია მივხვდეთ თუ როგორ "უწყობს ხელს" უმაღლეს ლიგაში არსებული მდგომარეობა ნაკრებს დიდი მიზნების მიღწევაში. როგორც წინა მიზეზის, ასევე ამ შემთხვევაშიც თემურ ქეცბაია არაფერ შუაშია. მოამზადა კახა ყიფიანმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის. qecba avtografi

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორნავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:29

ეროვნული ლიგა - მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 04:59

"რატომ არ თამაშობდა ასე კარგად ბარსელონა აქამდე?" - სეტიენის პასუხი

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

დღეს, 04:58

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლეო მესი გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:54

გვარდიოლა: "როცა 20-ჯერ ურტყამ და კარში 10 კაცი დგას, გოლის გატანა რთულია"

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონთან" სტუმრად დამარცხდა.

დღეს, 04:50

ბართომეუ: "ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს უცვლელია - VAR-ი სულ რეალისკენაა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბართომეუ მადრიდის "რეალის" დღევანდელ მოგებას ეხმაურება.

დღეს, 04:47

გვარდიოლას ანტი-რეკორდი - პირველად მანჩესტერულ კარიერაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:43

VIDEO: კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი რუსეთში, ასისტი და თამაშის MVP

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" "ორენბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:34

სუარესის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მესისაც არ აქვს დაფიქსირებული

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ლეო მესიმ ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაიმარჯვა.

დღეს, 02:40

გატუზოს ნაპოლის მორიგი კარგი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რომასთან [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 02:07

ბარსელონამ ვილიარეალი გაანადგურა და რეალთან სხვაობა შეამცირა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის.

დღეს, 02:02

მანჩესტერ სიტი სტუმრად საუთჰემპტონთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 23:55

გრიზმანი დაბრუნდა - ვილიარეალი - ბარსელონა: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

გუშინ, 23:09

ზიდანი: "ძალიან დამღალა იმაზე საუბრებმა, რომ მსაჯების დახმარებით ვიგებთ"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბილბაოსთან" გამარჯვება შეაფასა (1:0).

გუშინ, 23:05

მოულოდნელი ლიდერები - რა მდგომარეობაა ამჟამად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ინგლისში ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი - ჯერ არა.

გუშინ, 22:53

ზიდანი: "რატომ არ იყო განაცხადში ხამესი? იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა"

„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადში ხამეს როდრიგესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა - ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ისევ ვიხილოთ

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა, ამიტომ სულ მალე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

გუშინ, 22:38

VIDEO: უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? [გამოკითხვა]

ბილბაოს „ატლეტიკის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

გუშინ, 22:30

"რამოსისა და რაულ გარსიას ეპიზოდი - პენალტია", - იტურალდე გონსალესი

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, „ბილბაო" - „რეალის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები შეაფასა.

გუშინ, 22:26

"თუ ერთ დარღვევაზე ჩასტვინე, მეორეზეც უნდა ჩასტვინო", - ბილბაოს ფეხბურთელი - მსაჯს

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველმა, დანი გარსიამ, „რეალთან" მატჩის შემდეგ, მსაჯი, ერნანდეს ერნანდესი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:23

100 გოლი+პასი 116 შეხვედრაში - სალაჰზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს

„ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში (2:0) საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გუშინ, 22:19

პირველი გამარჯვება ჩემპიონის რანგში - ლივერპულმა ასტონ ვილა დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში უკვე გაჩემპიონებულმა „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:24

აცილებული პენალტი, 2 გაძევება - ინტერი შინ ბოლონიასთან დამარცხდა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ინტერი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

გუშინ, 21:11

ხავი: "ახლა მხოლოდ ალ-სადის წარმატებები მაინტერესებს"

„ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, „ალ-სადთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

პოლ სქოულზმა განმარტა, თუ რა აკლია იუნაიტედს ლივერპულთან ჩემპიონობისთვის საბრძოლველად

„მან.იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, ისაუბრა, თუ რა აკლია გუნდს პრემიერ ლიგის მოგებისთვის საბრძოლველად.

გუშინ, 19:23

რონალდუსა და რამოსის გარეშე - კარლო ანჩელოტიმ ოცნების გუნდი შეადგინა

„ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შეადგინა ოცნების გუნდის თავისი ვერსია იმ ფეხბურთელებისგან, ვისთანაც ოდესმე იმუშავია.

გუშინ, 19:18

ბარსა გამოირიცხა? ხავიმ ალ-სადთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მასში საინტერესო პუნქტია

„ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გუშინ, 19:16

მუნიაინი: "ყველა ხედავს, მუდმივად ვის სასარგებლოდ იღებენ ბოლო დროს მსგავს გადაწყვეტილებებს"

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელი, იკერ მუნიაინი, „რეალთან“ მატჩში წაგების შემდეგ, ბრაზი ვერ დამალა.

გუშინ, 18:34

პირველი 2005/06-წლების შემდეგ და ისტორიაში მეოთხე! რამოსის გენიალური მიღწევა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, ისტორიაში შესვლას აგრძელებს.

გუშინ, 18:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10