ანჩელოტი: "არ მომწონს, როგორც გამოიყენება VAR, ახლა ის მსაჯებზე მნიშვნელოვანი გახდა"
მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ვიდეორეფერის სისტემის ნაკლზე ისაუბრა.
„სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონს, როგორც გამოიყენება ვიდეორეფერის სისტემა. ახლა ის მსაჯებზე მნიშვნელოვანია და ზედმეტად ხშირად მიმართავენ.
VAR შეიქმნა იმისთვის, რომ აშკარა შეცდომები აღმოაჩინოს და აღმოფხვრას, მაგრამ ახლა მას ზედმეტად ხშირად მიმართავენ. ეს ცოტათი უნდა შეიცვალოს.
გარდა ამისა, საკმაოდ გაუგებარია ხელით თამაშის საკითხიც.", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.