2 ტიტული პირველივე სეზონში - აზაროვმა სერბეთის თასიც მოიგო!

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის ირაკლი აზაროვისთვის პირველივე ევროპული სეზონი წარმატებული გამოდგა.
რამდენიმე დღის წინ, აზაროვის "ცვერნა ზვეზდამ" სერბეთის ჩემპიონის ტიტული რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა.
გუშინ კი სერბეთის თასის ფინალში ისინი "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდნენ და მინმალური ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.
ამ საჩემპიონო მატჩში, "ცვერნა" ზვეზდას" ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.