ავტორიზაცია

20 მატჩში 17 მოგება — ბარსელონა 2025 წელს კვლავ დაუმარცხებელია!

20 მატჩში 17 მოგება — ბარსელონა 2025 წელს კვლავ დაუმარცხებელია!
თარიღი 30 Mar 2025, 20:35
ბარსელონამ ლა ლიგის 29-ე ტურში ჟირონას უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

ბარსა ლადისლავ კრეიცის ავტოგოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში არნო დანჯუმამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და 1 გოლიც ფერან ტორესმა გაიტანა.

ბარსელონა 4-1 ჟირონა

⚽️ 1-0, კრეიჩი 43’ (ბარსელონა; ავტოგოლი)

⚽️ 1-1, დანჯუმა 53’ (ჟირონა)

⚽️ 2-1, ლევანდოვსკი 61’ (ბარსელონა)

⚽️ 3-1, ლევანდოვსკი 77’ (ბარსელონა)

⚽️ 4-1, ტორესი 86’ (ბარსელონა)


აღსანიშნავია, რომ ბარსელონა 2025 წელს კვლავ დაუმარცხებელია - 20 მატჩში 17 მოგება და 3 ფრე.

ჰანსი ფლიკის გუნდს მომდევნო დაპირისპირება კოპა დელ რეის 1/2-ფინალში, 2 აპრილს, ატლეტიკოს წინააღმდეგ ელის. პირველი შეხვედრა 4-4 დასრულდა.