20 წლის ასაკში ლას პალმასის ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
"ლას პალმასის" ექს-ფეხბურთელი, ლუის ოჰედა სუარესი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.
"შეშფოთებულები ვართ ლუის ოჰედა სუარესის მოულოდნელი სიკვდილით. "ლას პალმასი" მის ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს ღრმა მწუხარებას უცხადებს", - წერია გუნდის განცხადებაში.
ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი არ ხმაურდება.
სუარესი 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში "ლას პალმასის" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა.