სანე მზადაა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
"ბაიერნის" გარემარბმა ლეროი სანემ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
27 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. Kicker-ის ცნობით, სანე მზადაა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკებები სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება.
ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნში" 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში გარემარბმა "ბაიერნის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.