ნაპოლის მილანთან მატჩისთვის ფორვარდი არ ეყოლება - ცრუ ცხრიანის პოზიციაზე სამი მოთამაშე განიხილება
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირევლ მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.
ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე ტრავმების გამო ხვალინდელ მატჩს გამოტოვებენ და სამატჩო განაცხადშიც არ იქნებიან.
რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, იტალიელმა ფორვარდმა დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩაამთავრა. ამის შემდეგ რასპადორი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
ამრიგად, ლუჩიანო სპალეტის გუნდი ხვალინდელ შეხვედდას ფორვარდის გარეშე შეხვდება. არსებობა ალბათობა იმისა, რომ რასპადორი განაცხადში მოხვდეს, მაგრამ მისი თუნდაც რამდენიმე წუთით თამაშის ალბათობა მიზერულია.
როგორც იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, სპალეტი ცრუ ფორვარდის პოზიციაზე სამ კანდიადტს: ირვინგ ლოზანოს, ხვიჩა კვარაცხელიას და ელიფ ელმასის კანდიდატურას განიხილავს.