ავტორიზაცია

სტეფანო პიოლი: "ოსიმენის გარეშე ნაპოლი სიღრმისეულად ნაკლებად ძლიერი იქნება"

სტეფანო პიოლი: "ოსიმენის გარეშე ნაპოლი სიღრმისეულად ნაკლებად ძლიერი იქნება"
თარიღი 11 აპრ 2023, 19:36
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირევლ მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"შეუძლებელია ყოველთვის ერთნაირად თამაში იყოს, ის მატჩი, რომელიც 4:0 მოვიგეთ, განუმეორებელია. 1:0-ზე თანახმა თუ ვიქნებოდი? უბრალოდ უნდა ვიფიქროთ შესანიშნავი მატჩის ჩატარებაზე.

ჩვენ სკუდეტო ოცნების ძალით მოვიგეთ, ამიტომ ჩვენთვის ოცნება კარგია. ხვალ მოედანზე მთელი სან სირო გავა, გულშემატკივრები გვაძლევენ ბიძგს, რომ ყველაფრის გავაკეთოთ.

ნაპოლი არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მასზე მეტი თამაში კი მხოლოდ ბაიერნმა მოიგო. თუმცა, ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს, მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ოსიმენი? ის შესანიშნავი ფორვატდია, რომელმაც ძალიან ბევრი გოლი გაიტანა. თუმცა, ასევე ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც მის გარეშე ყოველთვის იმარჯვებდა, მათ შორის, ჩვენც დაგვამარცხა. ჩვენ ვიცით, რომ ოსიმენის გარეშე ნაპოლი სიღრმისეულად ნაკლებად ძლიერი იქნება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ",- განაცხადა პიოლიმ.