ავტორიზაცია

უნაკლო მატჩი სიტისგან და განადგურებული ბაიერნი - სიტი ცალი ფეხით ნახევარფინალშია

უნაკლო მატჩი სიტისგან და განადგურებული ბაიერნი - სიტი ცალი ფეხით ნახევარფინალშია
თარიღი 12 აპრ 2023, 00:55
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „სიტიმ“ „ბაიერნი“ შინ გაანადგურა.

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„ბაიერნის“ კარში გოლები როდრიმ (27’), ბერნარდუ სილვამ (70’) და ერლინგ ჰოლანდმა (76’) გაიტანეს და გვარდიოლას გუნდს საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა გაუნაღდეს.

საპასუხო მატჩი 19 აპრილს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.