ავტორიზაცია

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?
თარიღი 12 Apr 2023, 11:19
დღეს, 23 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩს ნეაპოლელები დიდი დანაკლისით ხვდებიან. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

საეჭვო იყო რასპადორის თამაში, თუმცა სავარაუდოდ, ის ამ შეხვედრისთვის მზად იქნება და ფორვარდის პოზიციას დაიკავებს.

ამ პოზიციაზე სპალეტის პრობლემები აქვს, რადგან ტრავმა აქვს ჯოვანი სიმეონესაც.

ასეთი იქნება "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში.

მეკარე: მერეტი

მცველები: დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, რუი

ნახევარმცველები: ანგისა, ლობოტკა, ზიელინსი

თავდამსხმელები: ლოზანო, რასპადორი, კვარაცხელია