ავტორიზაცია

"სულ სხვა თამაშს ვიხილავთ", - სპალეტი მილანთან მატჩის წინ

"სულ სხვა თამაშს ვიხილავთ", - სპალეტი მილანთან მატჩის წინ
თარიღი 12 აპრ 2023, 11:26
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩს "ნაპოლი" "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.

"მილანთან ჩემპიონატში მარცხის შემდეგ, კარგი ანალიზი გავაკეთეთ და ეს გაკვეთილი იყო ჩვენთვის. ლეჩესთან გამარჯვება კი რწმენის დაბრუნებაში დაგვეხმარა.

ოსიმენის დანაკლისი სამწუხაროა, თუმცა ნაპოლი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არ არის და მის გარეშეც შეგვიძლია მოგება და წარმატების მიღწევა.

ჩემპიონთა ლიგას სულ სხვა ხიბლი აქვს, ამიტომ წინასგან სრულიად განსხვავებულ თამაშს უნდა ველოდოთ", - განაცხადა სპალეტიმ