ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 12 აპრ 2023, 12:10
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მანჩესტერ "სიტიმ" სახლში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა.

თავდამსხმელებმა ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა დიდი გამარჯვება მოიპივა 3:0. გოლები როდრიმ, ბერნარდო სილვამ და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ქალაქელებმა" ამ ტურნირზე ზედიზედ 25 მატჩი შინ არ წაუგიათ. ეს მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისთვის რეკორდულია.

"ბაიერნისა" და მანჩესტერ "სიტის" საპასუხო მატჩი მიუნხენში ერთი კვირის შემდეგ, 19 აპრილს გაიმართება.