ავტორიზაცია

ბენზემამ ლიგაზე ბოლო 11 გოლი ინგლისური გუნდების კარში გაიტანა

ბენზემამ ლიგაზე ბოლო 11 გოლი ინგლისური გუნდების კარში გაიტანა
თარიღი 13 აპრ 2023, 01:07
კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ბოლო 11 გოლი ინგლისურ გუნდებს გაუტანა.

„ჩელსისთან“ დღევანდელ შეხვედრაში ფრანგმა ფორვარდმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და მისმა გუნდმა საბოლოოდ 2:0 იმარჯვა.

ამ ტურნირზე თავისი ბოლო 11 გოლი ბენზემამ სწორედ ინგლისური გუნდების კარში გაიტანა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ამ სეზონში მას გოლი არ გაუტანია.

ამ 11 გოლიდან 5 ბენზემამ „ჩელსის“ გაუტანა, 3-3 კი „მან სიტის“ და „ლივერპულს“.