ავტორიზაცია

რუდი გარსიამ ალ-ნასრი დატოვა

რუდი გარსიამ ალ-ნასრი დატოვა
თარიღი 13 აპრ 2023, 18:27
"ალ-ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თანამდებობა დატოვა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მხარეთა შეთანხმებით გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსწნწბთ, რომ სპეციალისტი "ალ-ნასრის" გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გარსიას მუშაობით უკმაყოფილო იყო.

23 ტურის შემდეგ "ალ-ნასრი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში 53 ქულით მეორეა და "ალ-იტიჰადს" 3 ქულით ჩამორჩება.