როგორი შეფასება მიიღო კვეკვესკირმა ფიორენტინასთან მატჩში?
უეფას კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ლეხ პოზნანი" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდა.
შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულა.
Sofscore-მა ფეხბურთელთა თამაში შეაფასა, კვეკვესკირმა 6.5 ბალი დაიმსახურა.