ავტორიზაცია

ნასრი: "დეშამმა ოცნებები მომპარა, ის არ ზრუნავდა ჩემზე"

ნასრი: "დეშამმა ოცნებები მომპარა, ის არ ზრუნავდა ჩემზე"
თარიღი 14 Apr 2023, 10:56
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საფეხბურთო ოცნებას ჩამოაშორა.

სპეციალისტმა ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა.

„დეშამმა ოცნებები მომპარა. ძალიან მინდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა და უკვე ბრაზილიაში ვიყავი. მაშინ მშვენიერი სეზონი მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ განაცხადში მოვხვდებოდი. 

როცა დავინახე ის ფეხბურთელები, რომლებიც დეშამმა აიყვანა ჩემს მაგივრად, მივხვდი, რომ ის ჩემზე არ ზრუნავდა. “, - განაცხადა ნასრიმ.

ნასრიმ საფრანგეთის ნაკრებში ბოლო მატჩი 2013 წელს ჩაატარა. ამის შემდეგ თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება არ მიუღია.