ანჩელოტი: "ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ სეზონში მადრიდის რეალში დავრჩები"
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ეჭვი არ ეპარება, რომ ის "სამეფო კლუბში" მომავალ სეზონში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ იტალიელს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მას ბრაზილიის ნაკრებთან ხშირად აკავშირებენ.
"მადრიდის რეალში დავრჩები მომავალ სეზონში, ამაში ეჭვი არ მეპარება. ვაპირებ კონტრაქტის ბოლომდე გამოყენებას. “, - განაცხადა ანჩელოტიმ.
"მადრიდის რეალში დავრჩები მომავალ სეზონში, ამაში ეჭვი არ მეპარება. ვაპირებ კონტრაქტის ბოლომდე გამოყენებას. “, - განაცხადა ანჩელოტიმ.
ანჩელოტი მადრიდის "რეალში" მეორე სეზონს ატარებს მას შემდეგ, რაც გუნდში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა. გასულ სეზონში იტალიელის დახმარებით "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.