ლივერპულმა გრავენბერხთან მოლაპარაკებები დაიწყო
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი "ლივერპულის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
Sport Bild-ის ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. "მერსისაიდელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გრავენბერხის დამატებას გეგმავენ.
მიუნხენში რაიანი არ არის მთავარი მოთამაშე და ამიტომ მისი სხვა კლუბში გადასვლის საკმაოდ დიდი ალბათობაა.
მიუნხენში რაიანი არ არის მთავარი მოთამაშე და ამიტომ მისი სხვა კლუბში გადასვლის საკმაოდ დიდი ალბათობაა.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუტანია.