ტუხელი: "მანე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ განაცხადში იქნება"
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ სადიო მანე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
„სადიომ ინციდენტზე სწორი რეაქცია აჩვენა და ბოდიში მოიხადა. ხვალ ის ჩვენთან ჩვეულებისამებრ ივარჯიშებს, ოთხშაბათს კი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ განაცხადში იქნება. “, - თქვა ტუხელმა.
სენეგალელმა თავდამსხმელმა არ მიიღო მონაწილეობა "ჰოფენჰაიმთან" (1-1) ფრედ დასრულებულ მატჩში, რადგან ფეხბურთელს შიდა დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "სიტისთან" 0:3 დამარცხდა. საპასუხო თამაში ოთხშაბათს, 19 აპრილს, გაიმართება.