ავტორიზაცია

არიგო საკი: "კვარაცხელია? უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ის, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო"

არიგო საკი: "კვარაცხელია? უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ის, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო"
თარიღი 16 Apr 2023, 13:04
ლეგენდალურმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტი ნეაპოლური გუნდის ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომატეობასაც შეეხო.

"ოსიმენი ნაპოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც მოძრაობის მხრივ, ასევე დარტყმების მხრივაც.

ვერონასთან მატჩში მან კარგი დარტყმა შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა. ის არის ის, ვინც აშინებს მოწინააღმდეგე დაცვას, ის დამანგრეველია.

კვარაცხელია? უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ის, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო. მშვენიერი სიურპრიზი იყო და უნდა მივულოცოთ მათ, ვინც აღმოაჩინა და იყიდა. 

თუმცა, ახლა ის ნაკლებად დამანგრეველია, ვიდრე ადრე: ის დრიბლინგს ყოველთვის ერთი მიმართულებით აკეთებს, იტალიელმა მცველებმა, რომლებმაც ის შეისწავლეს, შესაძლოა იპოვეს მისი თამაშის საწინააღმდეგო ზომების მიღება. ",- თქვა საკიმ.