სლუცკი: "ვულოცავ ნაპოლის, მათ ლატარეა მოიგეს და 100-მილიონიანი ფეხბურთელი თითქმის უფასოდ დაიმატეს"

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი ქართველის „ნაპოლიში“ წარმატებულ თამაშზე ისაუბრა.
„ის, რასაც ახლა ხვიჩა აკეთებს - ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. არავინ იცნობდა მას იქამდე, სანამ იტალიაში ჩამოვიდოდა და ეს გასაგებიცაა, იმიტომ რომ რუსეთის პრემიერ ლიგა ევროპაში პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა, რუსეთში ყველამ კარგად ვიცოდით. მისი თვისებები და მსოფლიო ფეხბურთში ამჟამინდელი მდგობარეობა არავის არ უკვირს.
ვულოცავ „ნაპოლის“ იმას, რომ ლატარეაში მოიგეს და თითქმის უფასოდ დაიმატეს 100-მილიონიანი ფეხბურთელი.
ერთი წლის წინ სერიოზული ინტერესი იყო „ტოტენჰემის“ მხრიდან, ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. მას იგივე თვისებები და თამაშის მანერა ჰქონდა, მაგრამ რუსეთში ერთი ფრაზა გვაქვს: „თუ კარგი ფეხბურთელი გადავა ცუდ გუნდში, ის შესაძლოა ცუდი ფეხბურთელი გახდეს.“ თუ სერია ა-ში ათამაშდები და ახალ დონეზე ახვალ, ეს შენს განვითარებას დაეხმარება.
კვარას მაშინვე ჰქონდა საჭირო თვისებები, მაგრამ „ნაპოლისნაირ“ დიდ გუნდში ის ამ ყველაფერს კიდევ უფრო ხვეწავს და პარალელურად, მთავარი ტიტულებისთვის იბრძვის. გარშემო ფეხბურთელები, მწვრთნელები, ლიგის დონე - ეს ყველაფერი მას უფრო და უფრო მომატებაში ეხმარება.“, - აღნიშნა „რუბინის“ ექს-მწვრთნელმა.