ავტორიზაცია

"ვინ იყო რეალურად რეჟიმის კლუბი?", - რეალმა ლაპორტას ფაქტებით უპასუხა

"ვინ იყო რეალურად რეჟიმის კლუბი?", - რეალმა ლაპორტას ფაქტებით უპასუხა
თარიღი 18 Apr 2023, 11:30
მადრიდის „რეალმა" ოფიციალური პასუხი გასცა „ბარსელონას" პრეზიდენტს, რომელმაც მათ „რეჟიმის კლუბი" უწოდა.

სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას შესაძლო მოსყიდვის საქმეზე მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, ლაპორტამ ყველანაირი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, „რეალს" შეუტია: "ეს არის კლუბი, რომელიც რეჟიმის გუნდად ითვლებოდა, ახლა კი თავს მსხვერპლად მიიჩნევს. 70 წელია, მმართველი პარტიის პრეზიდენტების უმრავლესობა მადრიდთან არის დაკავშირებული." 

გარდა ამისა, ლაპორტამ იმაზეც მიანიშნა, რომ მადრიდელებს მსაჯები სისტემატურად ეხმარებოდნენ.

„რეალის" ოფიციალურ არხზე, Real Madrid TV-ზე დღეს გამოვიდა ვიდეო შემდეგი სათაურით: "ვინ იყო რეალურად მმართველი რეჟიმის კლუბი?"

მასში მოცემულია ფაქტები, რომელიც ესპანეთის მმართველის, ფრანსისკო ფრანკოს პერიოდში იყო მომხდარი:

„ბარსელონას საშინაო სტადიონის, „კამპ ნოუს" გახსნის ცერემონია ფრანკოს ერთ-ერთმა მინისტრმა - ხოსე სოლის რუისმა ჩაატარა.

„ბარსელონამ" ფრანკო 1965 წელს ოფიციალურ სოსიოსად (კლუბის წევრად) აქცია.

„ბარსელონამ" ფრანკო მედლებით სამჯერ დააჯილდოვა.

ფრანკომ პირადად იხსნა „ბარსელონა" სამჯერ გაკოტრებისგან. 

ფრანკოს მმართველობის დროს, „ბარსელონამ" 8-ჯერ მოიგო ლა ლიგა და 9-ჯერ გენერალისიმუსის თასი.

„რეალს" ფრანკოს რეჟიმის დროს ლა ლიგის მოსაგებად 15 წელი დასჭირდა.

სამოქალაქო ომის დროს, მოკლეს ან გადაასახლეს „რეალის" ფეხბურთელები, დირექტორები და პრეზიდენტები.

გარდა ამისა, ვიდეოში ნახსენებია „რეალის" ყოფილი პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს სიტყვები: "როცა მესმის აზრი, რომ „რეალი" იყო რეჟიმის გუნდი, მინდა ამის მთქმელის მამას ზედ დავა*ვა." 
TOP.GE