ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა - რეალი ნახევარფინალშია

VIDEO: ჩელსიმ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა - რეალი ნახევარფინალშია
თარიღი 19 აპრ 2023, 01:10
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ „ჩელსის“ ისევ მოუგო.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა მეტოქეს მარტივად აჯობეს და 4:0 იმარჯვეს.

ორივე გოლი „რეალმა“ მეორე ტაიმში გაიტანა, როდრიგომ 58-ე წუთზე ვინი ჯუნიორის პასით ისარგებლა, 80-ზე კი ფედე ვალვერდესი და დუბლი მიითვალა. პირველი გოლის შემდეგ, ბრაზილიელმა წარმატება კრიშტიანუ რონალდუს „სიუუ-ს“ სტილშიც აღნიშნა.

ამრიგად, „რეალი“ ნახევარფინალში მარტივად გავიდა, სადაც მეტოქედ „სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული ეყოლება.