ავტორიზაცია

2002 წლიდან დღემდე — კრიშტიანუ რონალდუს წარმოუდგენელი სტატისტიკა

2002 წლიდან დღემდე — კრიშტიანუ რონალდუს წარმოუდგენელი სტატისტიკა
თარიღი 09 Jan 2026, 11:28
საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-14 ტურში, ალ ნასრიმ ალ ქადია უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 1-2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ალ ნასრის მხრიდან გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და 2002 წელს დაწყებული სვლა 2026 წელსაც გააგრძელა.

კრიშტიანუ რონალდუ უკვე ზედიზედ 25 წელია გოლს იტანს — პორტუგალიელმა შემტევმა აღნიშნული სვლა 2002 წელს დაიწყო, ყველაზე მეტი, 69 გოლი კი 2013 წელს გაიტანა.