ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია: "ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო"

ხვიჩა კვარაცხელია: "ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო"
თარიღი 19 Apr 2023, 08:18
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ნაპოლიმ“ შინ „მილანს“ ვერ მოუგო და ტურნირს დაემშვიდობა.

შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდგომ ნეაპოლური გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. 

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება", - დაწერა კვარაცხელიამ.