ავტორიზაცია

ანტონიო კასანო: "ერთადერთი, ვინც რაღაცას ცდილობდა, კვარაცხელია იყო"

ანტონიო კასანო: "ერთადერთი, ვინც რაღაცას ცდილობდა, კვარაცხელია იყო"
თარიღი 19 Apr 2023, 12:37
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ნაპოლიმ“ შინ „მილანს“ ვერ მოუგო და ტურნირს დაემშვიდობა.

შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩი ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ შეაფასა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ერთადერთი, ვინც რაღაცას ცდილობდა, კვარაცხელია იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს საღამოს არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ქართველის წინააღმდეგ ორი მეტოქე არ ყოფილიყო. ", - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს სეზონი ხვიჩა კვარაცხელიაათვის სადებიუტო გახლდათ: 22 წლის გარემარბმა 9 მატჩი, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.