ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტი: "ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა, ნაგელსმანს ტუხელზე მაინც გავცვლიდი"

ბაიერნის პრეზიდენტი: "ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა, ნაგელსმანს ტუხელზე მაინც გავცვლიდი"
თარიღი 20 Apr 2023, 22:53
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა აღნიშნა, რომ ნაგელსმანის გაშვებას და ტუხელის დანიშვნას არ ნანობს.

ჰაინერს ჰკითხეს, ყველაფერი რომ სცოდნოდა, რაც დღეს იცის, მიიღებდა თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას ამის მიუხედავად.

„ცალსახად. გუნდის განვითარებამ ნაგელსმანის ხელში აჩვენა, რომ პოტენციალი ვერ რეალიზდა და მოედანზე ვერ იჩენდა თავს.“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ ექვსი მატჩის ჩატარება მოახერხა და იმდენივე წააგო, რამდენიც ნაგელსმანმა ამ სეზონის 37-ში - 3.