ევროპა ლიგის მეფეები საქმეში არიან - იუნაიტედი სევილიასთან განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „სევილიამ“ საკუთარ კედლებში „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა.
შეხვედრა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მე-8 წუთზე ენ ნესირიმ „სევილია“ დააწინაურა, 47-ზე ბადემ მეორე გოლის გატანა მოახერხა, 81-ზე კი ენ ნესირიმ დუბლი მიითვალა და „იუნაიტედის“ ქამბექის ოცნებები საბოლოოდ დაასრულა.
ამრიგად, ევროპა ლიგის მეფე „სევილიამ“ ორი მატჩის ჯამში 5:2 იმარჯვა, „იუნაიტედი“ სახლში გაუშვა, თავად კი ნახევარფინალში გავიდა.

„სევილიას“ გარდა მეოთხედფინალში გავიდა „იუვენტუსიც“, რომელმაც „სპორტინგს“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და „ლევერკუზენი“, რომელმაც „უნიონ როიალს“ 5:2 აჯობა.