ავტორიზაცია

კასანო: "რეალს თუ სერიოზული მწვრთნელი უნდა, მოურინიოს არ უნდა მიმართონ"

კასანო: "რეალს თუ სერიოზული მწვრთნელი უნდა, მოურინიოს არ უნდა მიმართონ"
თარიღი 21 Apr 2023, 15:11
მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ "ბლანკოსს" მოუწოდა არ დააბრუნონ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მადრიდულ გფანდს 2010 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა.

"თუ მადრიდის რეალს სერიოზული მწვრთნელი უნდა, არ უნდა მიმართონ მოურინიოს. მას აბსოლუტურად არ ადარდებს, არ უყვარს მუშაობა, საუბარი და ურთიერთობა. ნუ მოვიტყუებთ თავს. “, - თქვა კასანსომ.

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს.