გვარდიოლა: "გეტყვით, რატომ მოუგო მილანმა ნაპოლის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეორე 1/4 ფინალური წყვილის თამაში შეაფასა.
მოგეხსენებათ, იტალიურ დერბიში "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
"ამ მატჩს ვუყურე და გეტყვით, რატომ მოუგო მილანმა ნაპოლის. ნეაპოლელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია.
ისინი სერია ა-ში საოცრად გამოდიან და სავარაუდოდ, მოიგებენ კიდეც, თუმცა ჩემპიონთა ლიგას სულ სხვა დატვირთვა აქვს.
მილანი ამ ტურნირისთვისაა შექმნილი. მახსოვს, როგორ თამაშობდნენ ამ გუნდის ლეგენდები ჩემპიონთა ლიგაზე და ისტორია ბევრს ნიშნავს", - განაცხადა გვარდიოლამ.