იუვენტუსს ნაპოლის სპორტული დირექტორის საკუთარ რიგებში ხილვა სურს

ტურინის "იუვენტუსი" აგრძელებს ახალი სპორტული დირექტორის ძებნას.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ თვალი "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლის დაადგა. ზაფხულში "იუვენტუსი" იტალიელის თავის რიგებში დაბევებას ეცდება.
ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუწყოს იმან, რომ ჯუნტოლის "ნაპოლისთან" კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი.
ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუწყოს იმან, რომ ჯუნტოლის "ნაპოლისთან" კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი.
"იუვენტუსი" მუშაობს იმისთვის, რომ დაარწმუნოს კრისტიანი, დატოვოს ნეაპოლური კლუბი 8-წლიანი მუშაობის შემდეგ.