ავტორიზაცია

ბენზემამ რეალში 437-ე მატჩი მოიგო და რამოსს გაუტოლდა - წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

ბენზემამ რეალში 437-ე მატჩი მოიგო და რამოსს გაუტოლდა - წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია
თარიღი 23 აპრ 2023, 13:39
კარიმ ბენზემამ „რეალის“ რიგებში გუშინ 437-ე გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგის 30-ე ტურში „სელტა“ 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბენზემა „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე მოპოვებული გამარჯვებებით სერხიო რამოსს გაუტოლდა და შემდეგი მოგებით, მეორე საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

ამ ეტაპზე, „რეალის“ ისტორიაში ბენზემა და რამოსი მე-2 ადგილს იყოფენ. საუკეთესო შედეგი კი იკერ კასილასს ეკუთვნის, რომელმაც მადრიდული კლუბის მაისურით 463 მატჩი აქვს მოგებული.