ავტორიზაცია

ლეო მესი ბარსელონაში ჩაფრინდა და აეროპორტი საიდუმლო კარიდან დატოვა

ლეო მესი ბარსელონაში ჩაფრინდა და აეროპორტი საიდუმლო კარიდან დატოვა
თარიღი 23 აპრ 2023, 13:42
ლიონელ მესი ბარსელონაში ჩაფრინდა.

ჟერორ რომეროს ინფორამციით, არგენტინელის ბარსელონაში ჩამოსვლა უბრალოდ საოჯახო ვიზიტი არ არის და მისი ჩამოსვლა „ბარსაში“ შესაძლო დაბრუნებასთან არის დაკავშირებული.

მესის გარდა, პარიზიდან კატალონიის დედაქალაქში მისი ოჯახის წევრები და დამხმარეებიც ჩაფრინდნენ.

როგორც რომერო ამბობს, ფეხბურთელმა და მისმა ოჯახმა აეროპორტი საიდუმლო კარიდან დატოვეს, რათა პრესის ყურადღება თავიდან აერიდებინათ.

მესის „პსჟ-სთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ცნობილია, რომ „ბარსელონა“ მის დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს.