როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს.
კვარაცხელია ფლანგზე ტრადიციულად აქტიური იყო, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ბევრი მომენტი არ ჰქონია. მან 7.2 შეფასება მიიღო.
