ავტორიზაცია

დაუჯერებელი დრამა და საოცარი მატჩი ლამაზი დასასრულით - ნაპოლიმ სტუმრად იუვენტუსი დაამარცხა

დაუჯერებელი დრამა და საოცარი მატჩი ლამაზი დასასრულით - ნაპოლიმ სტუმრად იუვენტუსი დაამარცხა
თარიღი 24 აპრ 2023, 00:48
სერია ა-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად „იუვენტუსი“ ძალიან დრამატულ მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ელიფ ელმასის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. საინტერესოა, რომ იტალიელი მოედანზე 86-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად გამოვიდა.

ამ გოლზე არანაკლებად მნიშვნელოვანი რამ მოხდა 83-ე წუთზე, როცა ანხელ დი მარიამ „იუვე“ თითქოს იდეალური კონტრშეტევის შედეგად დააწინაურა, თუმცა მსაჯმა გოლი შეტევის დასაწყისში დაჯარიმების გამო გააუქმა.

ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ 78 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ უკვე 17 ქულით გადაუსწრო - ჩემპიონობა სულ უფრო და უფრო ახლოსაა.