ლუჩიანო სპალეტი: "ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის მწვრთნელი ვარ"
სერია ა-ს 31-ე
ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად „იუვენტუსი“ ძალიან დრამატულ მატჩში დაამარცხა.
შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ელიფ ელმასის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. საინტერესოა, რომ იტალიელი მოედანზე 86-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად გამოვიდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა.
"ჯერ კიდევ გვაქვს ქულები მოსაპოვებელი, წინასწარ ზეიმი არ მიყვარს, ღვინის ბოთლის გახსნის დრო ჯერ კიდევ არ არის.
ეს იყო მძიმე აგური, რომელიც დაემატა ყველა მათგანს, რაც ჩვენს გზაზე მოვათავსეთ საბოლოო გამარჯვებისთვის.
ამ წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის მწვრთნელი ვარ. ",- თქვა სპალეტიმ.