ავტორიზაცია

ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - იან ობლაკის კომენტარი

ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - იან ობლაკის კომენტარი
თარიღი 24 აპრ 2023, 11:32
მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარემ იან ობლაკმა უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა თავს მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მეკარედ.

”ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ეს რთული კითხვაა. ბევრი კარგი მეკარეა, რომლებიც მხოლოდ ტოპ კლუბებში არ თამაშობენ. 

ბევრი განსხვავებული აზრია. რაც შემეხება მე, ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. მაგრამ, ვიმეორებ, გულშემატკივარს და პრესას ყოველთვის ექნება საკუთარი აზრი ამ საკითხზე
 “, - თქვა ობლაკმა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ობლაკმა 28 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა.