ბელინგემის ტრანსფერის შემთხვევაში სებალოსმა შესაძლოა უარი თქვას რეალზე
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს დანი სებალოსს მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
26 წლის ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ არ სურს ბელინგემის სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდეს.
26 წლის ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ არ სურს ბელინგემის სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდეს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, ესპანელის საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება მადრიდის "რეალის" მოლაპარაკებებზე დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით.
თუ "სამეფო კლუბი" ინგლისელს იყიდის, სებალოსის წასვლის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება. თუმცა, სიტუაცია ნებისმიერ შემთხვევაში ზაფხულში გაირკვევა.