ავტორიზაცია

პოჩეტინო ესპანეთში ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა

პოჩეტინო ესპანეთში ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი 25 აპრ 2023, 17:34
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდება. 

როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, ორშაბათს ესპანეთში პოჩეტინოსა და ლონდონური კლუბის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

როგორც წყარო იუწყება, გარიგება დასკვნით ეტაპზეა. "ჩელსი" უახლოეს პერიოდში აპირებს არგენტინელს ოფიციალურ კონტრაქტის შეთავაზებას.

მაურისიო პოჩეტინო "პსჟ"-დან წასვლის შემდეგ თითქმის ერთი წელია უმუშევარია. 

ჩელსი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.