კოლო ტურე: "არსენალი ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ ხელდაკრეფილი ზის და არაფერს აკეთებს, რაც დაუშვებელია"
კოლო ტურემ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „არსენალის“ მთავარი პრობლემა დაასახელა.
„მათზე დიდი ზეწოლა მოდის იმის გამო, რომ ჩემპიონატი დიდი ხანია არ მოუგიათ. მოგება ძალიან უნდათ, ამიტომ ზოგჯერ ხდება მომენტები, როცა თამაშს უბრალოდ თავს ანებებენ.
როცა მატჩში ანგაშით წინ გავლენ, ხელდაკრეფილები ზიან და არაფერს აკეთებენ, ნაცვლად იმისა, რომ მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელონ. ასეთი რაღაც პრემიერ ლიგაში დაუშვებელია.
თითოეულ მატჩში 95-ვე წუთი უნდა ითამაშო და მეტოქეზე ზეწოლა სცადო. მათ ეს უკეთ უნდა მართონ, თუ ტიტულის მოგება უნდათ.“, - აღნიშნა „მეთოფეების“ ყოფილმა მცველმა.