ავტორიზაცია

ანჩელოტი უკმაყოფილოა, რომ ვინისიუსი ბევრ ყვითელ ბარათს იღებს

ანჩელოტი უკმაყოფილოა, რომ ვინისიუსი ბევრ ყვითელ ბარათს იღებს
თარიღი 26 აპრ 2023, 10:55
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "ჟირონასთან" მარცხის (2:4) შემდეგ თავდამსხმელი ვინისიუსის დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათები გამო გააკრიტიკა. 

ამ შეხვედრაში მან სეზონის მე-14 ყვითელი ბარათი მიიღო.

"ვინისიუსი თავის პოზიციაზე მოთამაშისთვის ძალიან ბევრ ყვითელ ბარათს იღებს. ამის შესახებ რამდენჯერმე ველაპარაკე თავად ფეხბურთელს. “, - თქვა ანჩელოტიმ.

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას", კატალონიელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ.