დე ბრუინის კონცერტი - სიტიმ არსენალს გადაურბინა და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში „სიტიმ“ „არსენალი“ გაანადგურა.
შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
„ქალაქელების“ რიგებში დუბლი კევინ დე ბრუინმა შეასრულა, რომელსაც ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაატანინა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბელგიელმა იდეალური ჩაწოდებით ჯონ სტოუნსს გაატანინა და დუბლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა.
მატჩის ბოლო წუთებზე კი თავისი მორიგი გოლი ერლინგმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით „სიტიმ“ „არსენალთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა და პეპის გუნდს ორი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, რომელთა მოგების შემთხვევაში, „ქალაქელები“ წინ უკვე 4 ქულით გაიჭრებიან.
დიდი შანსია, ჩემპიონის ვინაობა ინგლისში სწორედ დღეს გარკვეულიყო.