ჩემპიონატის დამთავრებამდე 7 მატჩით ადრე - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ერლინგ ჰოლანდის გოლი „არსენალის“ კარში სარეკორდო აღმოჩნდა.
„ეტიჰადზე“ გამართულ მატჩში „სიტიმ“ „არსენალს“ 4:1 მოუგო და ნორვეგიელმა ფორვარდმა ორი საგოლე პასი და ერთი გოლი მიითვალა.
აარონ რამსდეილის კარში გატანილი გოლი პრემიერ ლიგის ამ სეზონში ჰოლანდისთვის 33-ე აღმოჩნდა და მან ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
აქამდე, მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგა 38-მატჩიან ჩემპიონატად გადაკეთდა, ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი მო სალაჰს ჰქონდა გატანილი - 32 (2017/18) სეზონში, კიდევ უფრო მანამდე კი რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს და ლუის სუარესს (31) ეკუთვნოდათ.
ახლა კი, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი ერლინგ ჰოლანდია, რომელსაც ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით და „სიტისთვის“ 7 თამაშით ადრე, უკვე 33 გოლი აქვს გატანილი და ყველა ახალი გოლი სეზონის ბოლომდე რეკორდის გაუმჯობესება იქნება.