ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენი შეყვარებულის გამო ბაიერნს აირჩევს?

ვიქტორ ოსიმენი შეყვარებულის გამო ბაიერნს აირჩევს?
თარიღი 27 აპრ 2023, 16:12
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას შეყვარებულის გამო დათანხმდეს.

ფეხბურთელის შეყვარებული სტეფანი გერმანელია და სამშობლოში დაბრუნებას წინააღმდეგი არ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენს ასევე აქვს კარიერის გაგრძელების ვარიანტები "ჩელსიში" და მანჩესტერ "იუნაიტედში".

ნიგერიელი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ასევე ღიაა "ბაიერნში" გადასვლის ვარიანტისთვისაც. 

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 21 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.